0
0
No Image Available
No Image Available
საუკეთესო ფასდაკლება
5 რომანი
გრიგოლ რობაქიძე
35 ₾
27.90 ₾
საუკეთესო ფასდაკლება
სამი წიგნი ერთად
აგათა კრისტი
48 ₾
30 ₾
საუკეთესო ფასდაკლება
სამი წიგნი ერთად
აგათა კრისტი
48 ₾
35 ₾
ყველაზე გაყიდვადი
0
0
გალაკტიონი უცენზუროდ
გალაკტიონ ტაბიძე
22 ₾
ეშმაკნი ორ ნაწილად
ფიოდორ დოსტოევსკი
29.90 ₾
სახეობების წარმოშობა
ჩარლზ დარვინი
36.95 ₾
როდესაც ნიცშე ატირდა
ირვინ იალომი
35 ₾
მანათობელი გლობუსი
null
44 ₾
5 რომანი
გრიგოლ რობაქიძე
35 ₾27.90 ₾
სიყვარულის გამხელა
ოდრი ჰეპბერნი
35 ₾
სამი წიგნი ერთად
აგათა კრისტი
48 ₾30 ₾
ძალაუფლების 48 კანონი
რობერტ გრინ
40 ₾
საიდუმლო შვიდეული
ენიდ ბლაიტონი
55.30 ₾
ორი წიგნი ერთად
კოლინ ჰუვერი
33.90 ₾
სამი წიგნი ერთად
აგათა კრისტი
48 ₾35 ₾
თანამედროვე ავტორები
ჩარლზ დარვინი
დაბადების თარიღი :
1809-02-12
ქვეყანა :
ინგლისი
ჩარლზ რობერტ დარვინი (ინგლ. Charles Robert Darwin; დ. 12 თებერვალი, 1809, შრუზბერი, — გ. 19 აპრილი, 1882, დაუნი, ლონდონის მახლობლად) — ინგლისელი ბუნებისმეტყველი და მოგზაური, რომელმაც შექმნა მოძღვრება ბუნებრივი გადარჩევის გზით ორგანიზმთა წარმოშობისა და განვითარების შესახებ.
კემბრიჯის უნივერსიტეტის დამთავრებისთანავე დარვინმა გემ „ბიგლით“ იმოგზაურა დედამიწის ირგვლივ (1831-1836). მოგზაურობის დროს ჩატარებული ბოტანიკური, ზოოლოგიური, პალეონტოლოგიური, ანთროპოლოგიური, ეთნოგრაფიული, გეოლოგიური დაკვირვებების შედეგები მან გამოაქვეყნა წიგნში „ძიებათა დღიური“ (1839, 1845). საკუთარი დაკვირვებებისა და დიდძალი ლიტერატურული მასალის შესწავლის საფუძველზე დარვინმა ჩამოაყალიბა ევოლუციური თეორია, რომელიც სრული სახით არის გადმოცემული 1859 წელს გამოქვეყნებულ წიგნში „სახეობათა წარმოშობა ბუნებრივი გადარჩევის გზით, ანუ უკეთ შეგუებული ჯიშების გადარჩენა სიცოცხლისათვის ბრძოლაში“ (თეორიის პირველი მონახაზი — 1842, პირველი მოკლე პუბლიკაცია — 1858).
დარვინმა ახსნა ისტორიული განვითარების პროცესში მცენარეთა და ცხოველთა სახეობების წარმოშობისა და გარდაქმნის მიზეზები და კანონზომიერებანი. მისი მოძღვრების თანახმად, ორგანიზმთა ახალი ფორმების წარმოქმნა ხდება გაურკვეველი მემკვიდრული ცვლილებების ბუნებრივი გადარჩევის გზით, რაც ბუნებაში განაპირობებს მიზანშეწონილებას (დარვინისგან დამოუკიდებლად, მსგავსი შეხედულებანი ჩამოაყალიბა ა. უოლესმა, მაგრამ თვითონვე სცნო დარვინის პრიორიტეტი). თავისი იდეები დარვინმა განავითარა უფრო გვიან გამოქვეყნებულ თხზულებებში. წიგნში „შინაური ცხოველებისა და კულტურული მცენარეების შეცვლა“ (1868) მოცემულია როგორც ადამიანისათვის სასარგებლო მცენარეებისა და ცხოველების ხელოვნური გადარჩევით გამოყვანის კანონზომიერებები, ისე ევოლუციიის დამადასტურებელი დიდძალი მასალა ადამიანის მრავალსაუკუნოვანი პრაქტიკული საქმიანობიდან. ადამიანის წარმოშობის მატერიალისტური იდეა გატარებულია დარვინის წიგნში „ადამიანის წარმოშობა და სქესობრივი გადარჩევა“ (1871). აგრეთვე ნაშრომში „ემოციების გამოხატვა ადამიანსა და ცხოველებში“ ( 1872).
დარვინს ეკუთვნის სხვა გამოკვლევებიც ზოოლოგიის, ბოტანიკის, გეოლოგიის და ნიადაგთმცოდნეობის საკითხებზე. დარვინის იდეები მის სიცოცხლეშივე დამკვიდრდა მეცნიერებაში და საფუძვლად დაედო მთელ თანამედროვე ბიოლოგიას.
საქართველოში დარვინის შესახებ პირველი პუბლიკაცია 1868 წელს გაზეთ „დროებაში“ მწერალ გიორგი წერეთელის ავტორობით გამოქვეყნდა. შემდგომ წლებში ქართულ პრესაში („მნათობი", „ივერია", „კვალი", „ნაკადული", „ახალი ცხოვრება", „განათლება" და სხვ.) ხშირად იბეჭდებოდა პოპულარული სტატიები დარვინსა და მის თეორიაზე. 1896 წელს ფრანგულიდან ქართულად უთარგმნიათ ე. ფერიერის წიგნი „დარვინიზმი", რომელიც მეორედ 1912 წელს გამოიცა. პირველი ქართველი ავტორი, რომელმაც დარვინზე ცალკე წიგნი გამოსცა, არის დარია ახვლედიანი („ჩ. დარვინი, მისი ცხოვრება და სამეცნიერო მოღვაწეობა“, 1914).