აგათა კრისტი
დაბადების თარიღი :
1890-09-15
გადრაცვალების თარიღი:
1976-01-12
ქვეყანა :
ინგლისი
ქალაქი :
ტორკი
აგათა კრისტი — ინგლისელი დეტექტიური ჟანრის მწერალი. ცნობილია მისი დეტექტიური წიგნები დეტექტივ ერკიულ პუაროსა და მის მარპლზე.მან ასევე დაწერა მსოფლიოს ყველაზე ხანგრძლივი პიესა The Mousetrap, რომელიც სრულდებოდა 1952 წლიდან 2020 წლამდე West End-ის თეატრში, ასევე ექვსი რომანი ფსევდონიმით Mary Westmacott.1971 წელს მას მიენიჭა Dame (DBE) ლიტერატურაში შეტანილი წვლილისათვის.გინესის რეკორდებში კრისტი ყველა დროის ყველაზე გაყიდვადი მხატვრული ლიტელატურის მწერალია, მისი რომანების ორ მილიარდზე მეტი ეგზემპლარი გაიყიდა.
კრისტი დაიბადა მდიდარ ოჯახში ტორკუიში, დევონში.იგი ძირითადად სწავლობდა სახლში.თავდაპირველად წარუმატებელი მწერალი იყო, მაგრამ 1920 წელს გამოქვეყნდა „იდუმალებით მოცული საქმე სთაილზში“, რომელშიც მონაწილეობდა დეტექტივი ერკიულ პუარო.მისი პირველი ქმარი იყო არჩიბალდ კრისტი.ისინი დაქორწინდნენ 1914 წელს და სანამ განქორწინდებოდნენ (1928წ) შეეძინათ ერთი შვილი.ორივე მსოფლიო ომის განმავლობაში აგათა მსახურობდა საავადმყოფოში, სადაც შეისწავლა შხამები და ეს ცოდნა მან გამოიყენა თავის რომანებში,მოთხრობებსა და პიესებში.მისი მეორე ქორწინების განმავლობასში არქეოლოგ მაქს მალოვანთან 1930 წელს, აგათა ყოველწლიურად ატარებდა რამდენიმე თვეს შუა აღმოსავლეთში გათხრებზე სადაც მიიღო პირველადი ცნობა რომელიც გამოიყენა მხატვრულ ლიტერატურაში.
აგათას რომანი And Then There Were None არის ყველა დროის ყველაზე გაყიდვადი წიგნი.დაახლებით გაყიდულია 100 მილიონი ეგზემპლარი.აგათა კრისტის პიესა The Mousetrap მსოფლიოს ყველაზე ხანგრძლივი პიესაა, რომელიც ლინდონში 1952 წლის 25 ნოემბერს დაიდგა და 2018 წლის სექტემბრისთვს დაახლოებით 27,500 მეტჯერ იქნა გამართული. სპექტაკლი დაიხურა მარტში, 2020 წელს კორონა ვირუსული პანდემიის გამო და განახლდა მაისშჰი, 2021 წელს.
1955 წელს, აგათა კრისტი იყო ამერიკის დიდოსტატის საიდუმლო მწერლების ჯილდოს პირველი მიმღები.იმავე წლის შემდეგ Witness for the prosecution მიიღო ედგაარის ჯილდო სააუკეთესო პიესისთვის. კრიმანილ მწერალთა ასიციაციის 600-მა პროფესიონალმა ნოველისტმა კენჭის ყრის დროს აირჩიეს აგათ კრისტი საუკეთესო დეტექტიური ჟანრის მწერლად, ხოლო მისი რომანი „როჯერ ეკროიდის მკვლელობა“ გახდა საუკეთესო დეტექტივი. კრისტის წიგნებისა და მოთხრობების უმეტესობა ადაპტირებულია ტელევიზიისთვის, რადიოსთვის, ვიდეო თამაშებისთვის და გრაფიკული რომანებისთვის. მის ნამუშევრებზეა დაფუძნებული 30-ზე მეტი მხატვრული ფილმი.