
გიორგი (გია) ყარყარაშვილი
დაბადების თარიღი :
1966-10-31
ქვეყანა :
საქართველო
ქალაქი :
თბილისი
გიორგი (გია) ყარყარაშვილი — ქართველი პოლიტიკოსი, გენერალ-მაიორი. იყო საბჭოთა კავშირის არმიის კაპიტანი, საქართველოს თავდაცვის მინისტრი (1993 - 1994).
1987 წელს დაამთავრა თბილისის საარტილერიო სასწავლებელი. მონაწილეობდა საქართველოს სამოქალაქო და აფხაზეთის ომებში (1992-1993). 1994-1995 წლებში იყო რუსეთის გენერალური შტაბის სამხედრო აკადემიის მსმენელი. 1995 წელს, მოსკოვში თავდასხმის შედეგად დაინვალიდდა. ასევე იყო საქართველოს პარლამენტის ორი მოწვევის წევრი 1999, 2008. 1999-2004 წლებში იყო საქართველოს მე-5 მოწვევის პარლამენტის წევრი (თბილისის ისნის მაჟორიტარი), საარჩევნო ბლოკი საინიციატივო ჯგუფი. 2004-2005 წლებში — საქართველოს მე-6 მოწვევის პარლამენტის წევრი (თბილისის ისნის მაჟორიტარი), საარჩევნო ბლოკი „ახალი საქართველოსთვის“. ამჟამად არის ვეტერანთა სამოქალაქო კავშირი „საქართველოს ლეგიონის“ თავმჯდომარე.