
კახა სულუაშვილი
ქვეყანა :
საქართველო
ქალაქი :
თბილისი
კახა სულუაშვილი დაიბადა ქ. თბილისში. 1992 წელს დაამთავრა შოთა რუსთაველის სახელობის თეატრალური უნივერსიტეტის სამსახიობო ფაკულტეტი.
1987 წელს შეიქმნა მისი პირველი რომანი, "თბილისს ვტოვებ ალიონზე", რომელიც 1992 გამომცემლობა "მერანის" მიერ, 35 000 ტირაჟით გამოიცა, უმალვე იქცა ბესტსეელერად და დიდი მოთხოვნის გამო, სხვადასხვა დროს, კიდევ 5-ჯერ გამოქვეყნდა. კახა სულუაშვილი, როგორც მსახიობი, გადაღებულია, კინოსტუდია "ქართული ფილმის" 1996 წელს წარმოებულ მხატვრულ ფილმში - "ნისლა" (კომკავშირის მდივანი) და საავტორო სატელევიზიო მრავალსერიან მხატვრულ ფილმში - "ვარდენის ევოლუცია" (ტვ მე-9 არხის ნაწარმოები, 2012), რომლის სცენარის ავტორი, დამდგმელი რეჟისორი და პროდიუსერიც თავადაა. როგორც სამხედრო (უფროს ოფიცერთა შემადგენლობა), 1992 წლიდან მუშაობს სხვადასხვა სახელმწიფო სტრუქტურებში.
1992 და 2008 წლებში, აფხაზეთში და ცხინვალის რეგიონში, მონაწილეობდა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის წარმოებულ ბრძოლებში (ორივე შემთხვევაში ქვედანაყოფის მეთაური, ომის ვეტერანი).