კომპანია მკითხველი თბილისისთვის პრიორიტეტულია ვებგვერდის (www.mkitkhveli.ge) მომხმარებლებზე ზრუნვა, სადაც მნიშვნელოვანი ადგილი უკავია კონფიდენციალურობის პოლიტიკას.
ზოგადად პერსონალური მონაცემების დამუშავების ერთ-ერთ მიზანს, მომხმარებლებისათვის ვებგვერდით სარგებლობის გამარტივება წარმოადგენს. ამას გარდა მონაცემების დამუშავება გვეხმარება ახალი პროდუქტებისა და სერვისების დანერგვაში, მარკეტინგული აქტივობების განხორციელებაში, მომსახურე ბანკის მიერ გადახდების მართვაში, თქვენს პრეტენზიებსა და შენიშვნებზე რეაგირებაში, ჩვენი ვებგვერდის და ზოგადად სისტემის არასათანადო გამოყენების და დანაშაულის პრევენციაში, როგორც ჩვენი ასევე თქვენი კანონიერი ინტერესების დაცვაში.
ჩვენ მიერ მონაცემების შეგროვება ხდება იმ შემთხვევაში თუ თქვენ რეგისტრირდებით/ავტორიზაციას გადიხართ ჩვენ ვებგვერდზე, აგრეთვე იმ შემთხვევაში თუ თქვენ მოგვმართავთ რაიმე მომსახურების ან პროდუქტის მიღების მიზნით, იქნება ეს სატელეფონო, ელ. ფოსტის, ჩვენი ვებგვერდის, ონლაინ ჩათის თუ წერილებითი ფორმით.
თქენი პერსონალური მონაცემების გადაცემა შეიძლება დაგვჭირდეს საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ შემთხვევებში, ასეთი შეთხვევა შეიძლება იყოს კანონით განსაზღვრულ შემთხვევებში ინფორმაციაზე სამართალდამცავი ორგანოებისათვის წვდომის დაშვება. ასევე პერსონალური მონაცემების გადაცემა შეიძლება მოხდეს კომპანიის რეორგანიზაციის ან/და შერწყმის შემთხვევაში, რა დროსაც კომპანიის სამართალმემკვიდრე მოიპოვებს პირად ინფორმაციაზე წვდომას, თუმცა მასაც იგივე უფლებები და მოვალეობები წარმოეშობა ამ პირად მონაცემებთან დაკავშირებით, რაც გაგვაჩნდა ჩვენ, ცვლილებების განხორციელებამდე.
უნდა აღინიშნოს რომ, როდესაც თქვენ, ჩვენ ვებგვერდზე ახორციელებთ რაიმეს შეძენას, ამ დროს თქვენი ბარათის ინფორმაცია ჩვენთვის ხელმიუწვდომელია, შესაბამისად ამ მონაცემების შენახვა ჩვენ მიერ არ ხდება.
ჩვენ ვებგვერდზე შესვლა ასევე შესაძლებელია სოციალური ქსელების მეშვეობით. მაგალითად იმ შემთხვევაში თუ თქვენ ხართ დარეგისტრირებული facebook -ზე და თქვენ ჩვენთან ავტორიზაციის დროს დააკლიკებთ სოციალური ქსელით შესვლაზე, თქვენი პროფილები mkitkhveli.ge -სა და facebook -ზე შეერთდება, ოღონდ ამისათვის აუცილებელია რომ ორივე ვებგვერზე რეგისტრაციისათვის გამოყენებული გქონდეთ ერთი და იგივე ელექტრონული ფოსტა. სოციალური ქსელით საიტზე ყოფნის შემთხვევაში აუცილებლად უნდა გაითვალისწიონოთ რომ თქვენ მიერ სამუშაოების დასრულების შემდგომ არ მოხდება სისტემიდან ავტომატური გამოსვლა და სესიის დასრულებამდე მისი მონაცემები ხელმისაწვდომი იქნება მესამე პირთათვის.
ზოგადად აუცილებელია აღინიშნოს, რომ ინტერნეტ სივრცე არ წარმოადგენს დაცულ გარემოს და ინფრომაციას რომელსაც ინტერნეტის მეშვეობით ვაგზავნით, ყოველთვის არის ალბათობა იმისა რომ მასზე არასანქცირებული წვდომა მოიპოვონ მესამე პირებმა, როგორც ქვეყნის შიგნით, ისე მის ფარგლებს გარეთ.
ვებგვერდის სერვისებით და პროდუქტებით სარგებლობა ჩვენი პოლიტიკის თანახმად არ არის გამიზნული და მიმართული 18 წელს მიუღწეველი პირებისათვის, ამიტომ თუ თქვენ არ ხართ სრულწლოვანი, თქვენ არ გაქვთ ისარგებლოთ ჩვენი სერვისებითა და პროდუქტებით სრულწლოვანების მიღწევამდე.
რაც შეეხება პერსონალური ინფრომაციის შენახვის ვადას, კონკრეტული ვადა არ არის განსაზღვრული. მონაცემების შენახვა მოხდება რეგისტრირებული მომხმარებლის მიერ მისი პროფილის გაუქმებამდე, მისივე მოთხოვნის საფუძველზე. თუ გსურთ თქვენი მონაცემების წაშლა ან ცვლილება, სავალდებულოა რეგისტრაციის დროს გამოყენებული ელ-ფოსტიდან გააგზავნოთ შესაბამისი მოთხოვნა [email protected] - ზე. ამავე ელ-ფოსტაზე შეტყობინების გამოგზავნით შესაძლებელია ნებისმიერი ინფორმაციის მიღება კომპანიის მიერ თქვენ შესახებ დამუშავებულ მონაცემთა თაობაზე. გაითვალისინეთ, რომ „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-15 მუხლის თანახმად თქვენ უფლებამოსილი ხართ მიიღოთ ყველა ზემოაღნიშნული მონაცემი.
ჩვენ ვიტოვებთ უფლებას რომ დროთა განმავლობაში, კანონის მოთხოვნებიდან გამომდინარე ან სხვა გარემოებათა გათვალისწინებით შევცვალოთ წინამდებარე პერსონალურ მონაცემთა დაცვის პოლიტიკა. ცხადია ამის შესახებ მოხდება ინფრომაციის გამოქვეყნება ჩვენ ვებგვერდზე, რისთვისაც თქვენი, როგორც მომხმარებლის ვალდებულებაა პერიოდულად ამოწმოთ რაიმე ხომ არ შეიცვალა პერსონალურ მონაცემთა დაცვის პოლიტიკის ნაწილში.
ნებისმიერ საკითხზე ინფორმაციის მისაღებად დაგვიკავშირდით:
მისამართი: ქ. ქუთაისი, ი. ჭავჭავაძის გამზირი №33
ქ. თბილისი, სტანისლავსკის ქუჩა №5
ცხელი ხაზი: 032 2 430 204
ელ. ფოსტა: [email protected]