ვებგვერდი მუშაობს სატესტო რეჟიმში
Logo

0

Enid Blyton

ენიდ ბლაიტონი

დაბადების თარიღი :

1897-08-11

გადრაცვალების თარიღი:

1968-11-28

ქვეყანა :

ინგლისი

ქალაქი :

აღმოსავლეთ დალიჩი

ენიდ მერი ბლაიტონი, ინგლისელი საბავშვო მწერალი. 1930-იან წლებში მისი წიგნები მსოფლიო ბესტსელერი იყო და 600 მილიონ ეგზემპლარზე მეტი გაიყიდა. ბლაიტონის წიგნები დღემდე პოპულარულია და თარგმნილია 90-მდე ენაზე. წერდა სხვადასხვა თემის შესახებ: განათლება, ბუნების ისტორია, ფენტეზი, საიდუმლოებები და ბიბლიური ნარატივები. ავტორის ყველაზე ცნობილი ნაწარმოებებია: ცნობილი ხუთეული, საიდუმლო შვიდეული, მელორი ტაუერსი და ნადი.

მისი პირველი წიგნი „ბავშვის ჩურჩული“, ლექსების 24 გვერდიანი კრებული 1922 წელს გამოიცა. თავდაპირველი რომანების („სურვილების სავარძლის თავგადასავლები“ (1937) და მოჯადოებული ტყე) კომერციული წარმატების შემდეგ ბლაიტონმა უზარმაზარი ლიტერატურული მემკვიდრეობა შექმნა და გარდა გაზეთებსა და ჟურნალებში დაგროვებული წვლილისა ზოგჯერ წელიწადში 50-ზე მეტ წიგნს გამოსცემდა. ბლაიტონის წერის სტილი დაუგეგმავი იყო და წერის პროცესში არაცნობიერად იშლებოდა. მოკლე დროში გამოცემული დიდი რაოდენობით ნაწარმოებების გამო ბლაიტონთან დაკავშირებით ჭორები გავრცელდა, თითქოს ის „მოჩვენება-მწერლებს“ ქირაობდა, რასაც ავტორი თავგამოდებით უარყოფდა.

1950-იანი წლებიდან ბლაიტონის ნაწარმოებები მათში გადმოცემული თემების გამო კიდევ უფრო საკამათო აღმოჩნდა ლიტერატურის კრიტიკოსთა, მასწავლებელთა და მშობელთა შორის განსაკუთრებით, ნადის სერია. ზოგიერთ ბიბლიოთეკასა და სკოლაში ბლაიტონის ნაწარმოებები აკრძალეს. BBC-მ 1930-იანი წლებიდან 1950-იან წლებამდე ბლაიტონის ნაშრომების გადაცემაზე უარი თქვა მათი ლიტერატურული ღირებულების ნაკლოვანების გამო. ბლაიტონის წიგნები გააკრიტიკეს ელიტისტური, სექსისტური, რასისტული და ქსენოფობიური განცხადებების გამო, თუმცა ისინი ავტორის გარდაცვალების შემდეგაც საუკეთესოდ გაყიდვად სერიებს შორისაა.


ავტორის წიგნები

Secret Seven

საიდუმლო შვიდეული

55.30